შეხვედრა ორგანიზაციასთან - „UN WOMEN GEORGIA“
ქალების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად, 2024 წლის 18 სექტემბერს პაბინვესტი გახდა The Women’s Empowerment Principles (WEPs)-ის წევრი.
პროექტის ფარგლებში, (WEPs)-ის წევრმა ორგანიზაციამ „UN WOMEN GEORGIA“ ოქტომბრის თვეში ჩაატარა შეხვედრა, რომლის თემატიკა შეეხებოდა „ზრუნვის შრომასა და მის გავლენას დასაქმებაზე“. შეხვედრაზე განვიხილეთ აუნაზღაურებელ შრომასთან მიმართებით გენდერული უთანასწორობისა და შრომით ბაზარზე არსებული დისკრიმინაციული მიდგომის საკითხები. ამ ჭრილში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ვიმსჯელეთ კერძო სექტორის როლზე, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით.
23-10-2024