bg

ჩვენს შესახებ

border

პაბინვესტი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედ ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

პაბინვესტის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს

border

ადამიანების ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაცია. კერძოდ, პაბინვესტი ემსახურება ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაფარონ დაგროვებული სასესხო ვალდებულებები და გზა გაიკვალონ ფინანსური სტაბილურობისაკენ, რაც ინდივიდუალურად შემუშავებული გეგმის საფუძველზე, მომხმარებლის სათანადო ინფორმირებით მიიღწევა.

იმ რეალობაში, სადაც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს საბანკო სისტემა და მისი სერვისების გამოყენება, მომხმარებლისთვის კრიტიკულად გადამწყვეტია ეკონომიკური გაჯანსაღება და საბანკო-საფინანსო სერვისებით სრულფასოვანი სარგებლობა. დაეხმარო ადამიანებს დააღწიონ თავი ფინანსურ პრობლემებს ჩვენი რჩევებითა და მხარდაჭერით, ნიშნავს ხელი შეუწყო ჯანსაღ ეკონომიკას. ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში კი კომპანიები ვითარდებიან, რასაც სარგებელი მოაქვს მთლიანი საზოგადოებისთვის.

მრავალწლიანი გამოცდილებიდან და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარე, პაბინვესტი უზრუნველყოფს დროული და მაღალხარისხიანი სერვისის მიწოდებას, რასაც განაპირობებს კვალიფიციურ თანამშრომელთა გუნდის ჩართულობა და პროგრამულ/ტექნიკური უზრუნველყოფა.

კომპანიის ხედვა

border

ბაზრის ლიდერობის პირობებში, ჩვენს კომპანიას ვხედავთ, როგორც მისაბაძ მოდელს, რადგან მუდმივად ვქმნით ახალ სტანდარტებს პირთა ფინანსური რეაბილიტაციისთვის.