
ტრენინგი - პროფესიული ბიზნესეტიკეტი და სტრესის მართვა
კომპანია პაბინვესტმა უზრუნველყო მორიგი ტრენინგის ჩატარება თემაზე — „პროფესიული ბიზნესეტიკეტი და სტრესის მართვა“.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა საქმიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები, პროფესიული ქცევის სტანდარტები, კოლეგებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობის მნიშვნელობა, ასევე სამუშაო გარემოში სტრესის ეფექტური მართვის ძირითადი მიდგომები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ პრაქტიკულ მექანიზმებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიული გარემოს გაუმჯობესებას, თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის ხარისხის ამაღლებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოწვევებთან უფრო ეფექტიან გამკლავებას. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარებას, გუნდური თანამშრომლობის გაძლიერებას, სამუშაო პროცესში ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობასა და ჯანსაღი, პოზიტიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას.
















