AML ტრენინგი
თანამშრომელთა კვალიკფიკაციის ამაღლების მიზნით, პაბინვესტმა ჩაატარა AML-ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდა სერტიფიცირებული AML-სპეციალისტი ქეთი ჩიტაია.
ტრენინგმა ხელი შეუწყო აღნიშნული მიმართულებით თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებას. კვალიფიკაციის ამაღლება ცალსახად დაგვეხმარება, გამოვავლინოთ ტერორიზმის ხელშემწყობი და სანქცია დაკისრებული პირები. შედეგად, კომპანია უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობის პრევენციასა და ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს განვითარებას. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს.
30-09-2024